logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ეს არის ის პრობლემები და მიზეზები, რის გამოც დავბრუნდი
- +

6 მარტი. 2019. 00:54

 

 

პარტია ქართული ოცნების ახლად დანიშნულმა პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმლა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე,  თოქ-შოუ „რეაქციაში“ სტუმრობისას ისაუბრა.

 

„საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც დავტოვე თანამდებობა და არ დაგიმალავთ, რომ ჩემი გული და გონება ყოველთვის იყო კონცენტრირებული პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობდა ქვეყანაში. მე ვღელავდი, რადგან გარკვეული პრობლემები ჩამოყალიბდა ამ პერიოდის განმავლობაში, რაზეც პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა, რის გამოც ის დაბრუნდა პოლიტიკაში და მეც პრინციპში შემიძლია ვთქვა იგივე, ეს არის ის პრობლემები და მიზეზები. რის გამოც დავბრუნდი პოლიტიკაში. ვფიქრობ, რომ პარტიის თავმჯდომარემ გამოსვლაში მკაფიოდ ჩამოაყალიბა მიზეზები ჯერ კიდევ თვეების წინ, როცა შემობრუნდა პოლიტიკაში. ბუნებრივია, ყველაფერი კარგად რომ წასულიყო, ის ალბათ არ მობრუნდებოდა ასევე მეც“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი