logo_geo
პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში პრემიერ-მინისტრი დაესწრება
- +

6 მარტი. 2019. 11:38

 

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოხსენებას პარლამენტში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დაესწრებიან.

 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 12:00 საათზე საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, საგარეო და საშინაო გამოწვევებზე, მათ შორის, საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის მქონე თემებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება. პარლამენტში პრეზიდენტის რანგში ეს მისი პირველი მოხსენება იქნება.

 

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოვლენ იმ ფრაქციათა თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც უმრავლესობაში და არც უმცირესობაში. მათი გამოსვლის შემდეგ უკვე გათვალისწინებულია უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერთა გამოსვლები. პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმი გათვალისწინებული არ არის.

 

 

big_banner
არქივი