logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: 21-ე საუკუნეში აგრესიული პოლიტიკა წარსულში ჩარჩენის გზაა
- +

6 მარტი. 2019. 13:13

 

 

„ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გააგებინონ რუსეთს, რომ 21-ე საუკუნეში აგრესიული პოლიტიკა წარსულში ჩარჩენის გზაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, საქართველო არ ეგუება და არც შეეგუება ტერიტორიების ოკუპაციას, გატაცებებს და მცოცავ ხაზებს, რომელიც ძალადობისა და შანტაჟის პოლიტიკის ნაწილია.

 

„არც იმას ვეგუებით, რომ მოლაპარაკებების ფორმატები დღეს მხოლოდ ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს. ჩვენს პარტნიორებთან ვისაუბრე მაღალი პოლიტიკური ფორმატის განახლების აუცილებლობაზე. მათ უნდა გააგებინონ რუსეთს, რომ 21-ე საუკუნეში ნულოვანი ჯამის თამაში არავის ინტერესში აღარ არის და აგრესიული პოლიტიკა წარსულში ჩარჩენის გზაა“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი