logo_geo
„ქართული ოცნება“ მთაწმინდის ოლქში, სავარაუდოდ, ცნობილი ექიმის, ლადო კახაძის კანდიდატურას წარადგენს
- +

11 მარტი. 2019. 14:14

 

 

„ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის ამომრჩეველს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, შესაძლოა, ცნობილი ექიმის, ლადო კახაძის კანდიდატურა შესთავაზოს.

 

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი რეალური კანდიდატი, ვისაც სახელისუფლო პარტია მთაწმინდის საარჩევნო ოლქში წარსადგენად განიხილავს, ლადო კახაძეა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

 

ლადო კახაძე 1998-2002 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

 

პარლამენტის შუალედური არჩევნების მთაწმინდის ოლქში მაისში გაიმართება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი