logo_geo
არჩილ თალაკვაძე: ვუსამძიმრებ გალში გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახსა და ახლობელებს
- +

12 მარტი. 2019. 22:52

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მწუხარებას გამოთქვამს, გალში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე. მისი თქმით, პირველ რიგში გვამი საქართველოს უნდა გადმოეცეს და ჩაუტარდეს ექსპერტიზა.

 

„პირველ რიგში მინდა ოჯახს და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადო ამ მძიმე ფაქტის გამო. გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთის რეგიონში. ამ მომენტისთვის რა ინფორმაციაც გვაქვს ხელთ, არის ის რომ, ის იყო სავარაუდოდ პატიმრობაში. დე ფაქტო ხელისუფლება გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ასახელებს თვითმკველობას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეს კომუნიკაცია შესაძლებელი გახდა სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის მყისიერი და აქტიური ჩართვის შედეგად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დახმარებით. წინასწარი მოლაპარაკებები და სავარაუდოდ ეს მოლაპარაკებები დადებითად დასრულდება მიმდინარეობს გვამის დაუყოვნებლივ გადმოცემასთან დაკავშირებით. ეს ახალგაზრდა კაცი იყო დევნილი აფხაზეთიდან და კიდევ ერთხელ, მე მინდა ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრო მისი გარდაცვალების გამო, რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენი მიზანი არის, რომ გადმოეცეს გვამი ჩვენს მხარეს, რათა ის ვერსია, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლება ავრცელებს გადამოწმდეს ექსპერტიზის მიერ, ექსპერტიზის შედეგების მიღებისთანავე უკვე შემდგომი ნაბიჯები, თუ რას გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება გახდება ცნობილი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

big_banner
არქივი