logo_geo
უკრაინის სასაზღვრო სამსახური: სააკაშვილს უკრაინაში არ შემოვუშვებთ, მას მოქალაქეობა არ აქვს
- +

13 მარტი. 2019. 12:23

 

 

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსი ოლეგ სლობოდიანი ამბობს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორ მიხეილ საკააშვილს უკრაინაში არ შეუშვებენ.

 

ამის შესახებ ოლეგ სლობოდიანს მას შემდეგ დაუსვეს კითხვა, რაც სააკაშვილმა უკრაინის ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში თქვა, რომ 1 აპრილს, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს, ის უკრაინაში ჩავა.

 

სლობოდიანი, სააკაშვილის საზღვარზე არშეშვების მიზეზად, ექს-გუბერნატორის უკრაინის მოქალაქეობის არქონას ასახელებს.

 

„ეს პირი არ არის უკრაინის მოქალაქე და 2021 წლამდე არ არსებობს მისი უკრაინაში შემოსვლის საფუძველი“, - ამბობს სლობოდიანი BBC-ის უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში.

 

გადაცემაში, სადაც უკრაინაში დაბრუნებაზე ისაუბრა, მიხეილ სააკაშვილმა ელექტრონული წესით ნაყიდი ბილეთიც აჩვენა.

 

„მე მაქვს ელექტრონული ბილეთი ამა წლის 1 აპრილით დათარიღებული. ვარშავიდან მე კიევში მივფრინავ, 14:05 საათზე (კიევის დროით), ხოლო დაშვებას კი ბორისპოლში ვაპირებ. ეს ბილეთი მე ავიღე იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ: პოროშენკო მეორე ტურს ვერ გადალახავს და მე ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ არცერთი მესაზღვრე არ შეასრულებს მის ბრძანებას, არ შემიშვას მე უკრაინაში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

2018 წლის 12 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა რესტორანში დააკავა და ჩარტერული რეისით, რეადმისიის ფარგლებში, პოლონეთში გაამგზავრა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი