logo_geo
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველას მოუწოდებს, პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეიკავონ
- +

15 მარტი. 2019. 15:40

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველას მოუწოდებს, პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

 

როგორც სუს-ში აცხადებენ, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

 

უწყების ინფორმაციით, ამის შესახებ კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ასევე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან.

 

საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

 

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან,  საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებიან.

 

 

big_banner
არქივი