logo_geo
სვენ მიქსერი: საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მნიშვნელოვანი საკითხია
- +

18 მარტი. 2019. 13:07

 

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიქსერი აცხადებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მნიშვნელოვანი საკითხია. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განაცხადა.

 

სვენ მიქსერმა მინისტერიალზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

 

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხრივ. რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უნდა დარჩეს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა სიტუაციის განვითარებას კვლავ თვალი ადევნოს და დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება იქონიოს“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი