logo_geo
თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების თვალშისაცემი კლება კავშირშია იმასთან, რომ მოქალაქეებს სჯერათ საჯარო სტრუქტურების და სასამართლოსი
- +

20 მარტი. 2019. 19:25

 

„სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების თვალშისაცემი კლება კავშირშია იმასთან, რომ მოქალაქეებს სჯერათ საჯარო სტრუქტურების და სასამართლოსი“, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფო კილაძის კითხვას სტრასბურგის სასამართლოში შესულ საჩივრებთან დაკავშირებით.

 

„სტრასბურგის სასამართლოში დავების შემცირებასთან დაკავშირებით იყო ქალბატონი სოფო კილაძის კითხვა - აქ მხოლოდ ერთს ვიტყვი. 2011 წელს სტრასბურგის სასამართლოში 395 ახალი საჩივარი შევიდა, ხოლო შარშან შევიდა 99 ახალი საჩივარი. ვფიქრობ, საჩივრების კლება, რბილად რომ ვთქვათ, თვალში საცემია და პირდაპირ არის კავშირში იმასთან, რომ უფრო მეტად სჯერათ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ტერიტორიაზე მყოფ პირებს ჩვენი საჯარო სტრუქტურების, სასამართლოსი და პირდაპირ არ მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს უიმედობის განცდის გამო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი