logo_geo
„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ გაერთიანდნენ
- +

21 მარტი. 2019. 15:29

 

 

„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ერთიანდებიან. როგორც პარტიის ლიდერებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს,  შეიქმნება საარჩევნო ბლოკი, რომლითაც ორი პარტია წარდგება შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე. უკვე ცნობილია, რომ გაერთიანების სახელით მთაწმინდის ოლქში კენჭს იყრის შალვა შავგულიძე.

 

„ჩვენ - ორმა პოლიტიკურმა პარტიამ გადავწყვიტეთ, შევქმნათ საარჩევნო ბლოკი, რომლითაც წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მთაწმინდაზე“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ და აღნიშნა, რომ ორმა პარტიამ უარი თქვა პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე.

 

„ევროპული საქართველო“ მთაწმინდის ოლქში შალვა შავგულიძის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

 

„ჩვენი თანამშრომლობა არის გრძელვადიანი. ჩვენი თანამშრომლობა არის სტრატეგიული. ჩვენ, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ სხვადასხვა პოლიტიკური ნაპირიდან მოვდივართ. ჩვენ არ გვაკავშირებს საერთო პოლიტიკური წარსული, მაგრამ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, ფასეულობები, აწმყოს ანალიზი და მომავლის ხედვა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი