logo_geo
„ინტერპელაციის მექანიზმი კონკრეტულ კითხვაზე პასუხით და მხოლოდ ამ კითხვაში მოცემული საკითხის განხილვით შემოიფარგლება“
- +

21 მარტი. 2019. 15:29

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ახალი რეგლამენტის წესს განმარტავს და ინტერპელაციის წესით პარლამენტში პრემიერ-მინისტრის  ვიზიტს ეხმიანება.

 

„საგაზაფხულო სესია, რომელიც ახალი რეგლამენტით მიმდინარეობს, ძალიან აქტიურია. რეგლამენტის რეფორმით, მთავრობას და პარლამენტს შორის, დემოკრატიის მხრივ უფრო მაღალი სტანდარტი ჩამოყალიბდა. თვის ბოლო პარასკევს ინტერპელაციით პარლამენტში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე წარსდგება და საინტერესო განხილვა გაიმართება მნიშვნელოვან საკითხებზე. პრემიერ-მინისტრის და მთავრობის წევრების რეგულარული ურთიერთობა პარლამენტთან მისასალმებელია. რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის მექანიზმი კონკრეტულ კითხვაზე პასუხით და მხოლოდ ამ კითხვაში მოცემული საკითხის განხილვით შემოიფარგლება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

big_banner
არქივი