logo_geo
მაია ცქიტიშვილი: ძალიან რთული იქნება ვადებში კონსორციუმის მიერ პირობების დაკმაყოფილება
- +

21 მარტი. 2019. 18:01

 

„ძალიან რთული იქნება ვადებში კონსორციუმის მიერ პირობების დაკმაყოფილება“, - ასე უპასუხა მაია ცქიტიშვილმა უმრავლესობის დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის და უმცირესობის დეპუტატის  რომან გოცირიძის კითხვას, რომელიც ანაკლიის პროექტის ვადებში განხორციელებას ეხებოდა. 

 

„როდესაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მოვიდა  2018 წლის ბოლოს ჩვენთან   და გვთხოვა გადავადება, ეს თხოვნა არ ეხებოდა ერთწლიან ან  ორწლიან გადავადებას. ისინი ითხოვდნენ, სწორედ ექვსთვიან გადავადებას. მათ უკვე ჰქონდათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა ტიპის მოთხოვნებზე გვექნებოდა საუბარი ბანკებთან,  ჩვენ ჯერ ამის თაობაზე არ გვქონდა ინფორმაცია, რადგანაც ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ 2018 წლის 21 დეკემბერს  და  მაშინ ვნახეთ ყველა ის პირობა, რომელიც იყო და 2018 წლის 31 დეკემბერს, პრაქტიკულად ბოლო ვადამდე ერთი დღით ადრე მოვაწერეთ ხელი  გადავადებას  შეთანხმებას, მაგრამ კონსორციუმმა ამის თაობაზე უკვე იცოდა და მათ  ჰქონდათ გაცხადებული, რომ ექვსი თვე ეს იქნებოდა მაქსიმალური ვადა იმისთვის,  რომ მათ მოესწროთ ყველა ის ფინანსური დახურვა, როგორც საკუთარი კაპიტალის მოზიდვა, ასევე სესხების მოზიდვა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ და ჩვენ დღესვე ვიყოთ თანახმა,  ბანკებს აქვთ საკმაოდ გრძელი პროცედურები გადაწყვეტილების მიღებისთვის, ჯერ კიდევ საკუთარი სამეთვალყურეო საბჭოების თანხმობები აქვთ მისაღები  და  პროცესში ალბათ ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება ყველას, რომ ამ ვადაში პროცესი მივიღოთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

big_banner
არქივი