logo_geo
იენს სტოლტენბერგი: NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
- +

25 მარტი. 2019. 10:58

 

NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„უპირველეს ყოვლისა, NATO მოუწოდებს რუსეთს გამოითხოვოს განცხადება, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას გულისხმობს და გაიყვანოს ჯარები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან. ჩვენ მტკიცეთ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. არასდროს გვითქვამს სხვანაირად. ჩვენ ვაწარმოებთ პოლიტიკურ დიალოგს. ეს არ არის იოლი პროცესი. წინსვლა დიდი არაა, თუმცა NATO მხარს უჭერს მშვიდობიანი გზით მოლაპარაკებას და კონფლიქტის მოგვარებას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი