logo_geo
„ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად ლადო კახაძე წარადგინა
- +

25 მარტი. 2019. 11:50

 

მთაწმინდის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცნობილი ექიმი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო კახაძე იქნება. ამის შესახებ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება. სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენელი აღარ ჰყავს.

 

 

 

big_banner
არქივი