logo_geo
ზესტაფონში მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გოგლიჩიძე დაასახელა
- +

25 მარტი. 2019. 14:08

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს შუალედურ არჩევნებში მერობის კანდიდატები წარადგინა.

 

ზესტაფონში მერობის კანდიდატად გიორგი გოგლიჩიძე დასახელდა.

 

გთავაზობთ ზესტაფონის მერობის კანდიდატის გიორგი გოგლიჩიძის ბიოგრაფიას:

 

გიორგი გიულის ძე გოგლიჩიძე დაიბადა 1976 წლის 5 სექტემბერს ქ.ზესტაფონში.

 

განათლება - 1997 წელს დაამთავრა კავკასიის ბიზნეს აკადემიის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი - ბიზნესის მართვის მაგისტრი.

 

2000-2005 წელი - ქ. გორის მრავალპროფილიანი მცირე აკადემიის იურიდიული ფაკულტეტი, იურისტი სამართალმცოდნის სპეციალობით.

 

სამუშაო გამოცდილება:

1995-1999 წელი -საქართველოს პარლამენტში, ფრაქცია ლეიბორისტის აპარატის სპეციალისტი.

1999-2006 წელი - საქართველოს ლეიბორისტული პარტიის საორგანიზაციო მდივნის მოადგილე

2006-2010 წელი -ქ.ზესტაფონის საკრებულოს წევრი

2015-2017 წელი - შპს. 3G-ის დირექტორი

 

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

 

big_banner
არქივი