logo_geo
ლადო კახაძე: შალვა ნათელაშვილის სალაპარაკო რომ გახდება, იმ ლადო კახაძის ყოფა ვატირე
- +

29 მარტი. 2019. 18:21

 

 

„შალვა ნათელაშვილის სალაპარაკო რომ გახდება, იმ ლადო კახაძის ყოფა ვატირე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლადო კახაძემ „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა. კახაძე ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებას გამოეხმაურა - „1998 წელს ლადო კახაძე ნათელაშვილმა ჩაწერა სიაში და „პირდაპირი გაგებით“ დანიშნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ, საიდანაც რამდენიმე თვეში ტყაპანი მოადინა შევარდნაძის ბანაკში. მან უღალატა პარტიას და იმ ხალხს, ვინც ის აირჩია დედაქალაქის დეპუტატად და საკრებულოს თავმჯდომარედ“.

 

 

„შალვას დასადები რომ ლადო კახაძე გახდება, იმ ლადო კახაძის ყოფა ვატირე, შალვა ნათელაშვილის სალაპარაკო რომ გახდება. მე მაგას დავპირდი, რომ მე მაგას პასუხს არ გავცემ. თუმცა, მისი კომენტარებისგან დავიღალე, ერთსა და იმავეს... „რუსთავი 2“ დაიწყებს და ღმერთმა შეარგოთ. მე იქაც მივალ, ისინიც ჩემი შვილები არიან. მინდა, რომ იმათაც ბევრი ილაპარაკონ. რაც მეტს ილაპარაკებენ, მეტ პასუხს მიიღებენ. თუმცა, არასწორი ლაპარაკისას მიიღებენ იმ სწორ პასუხს, რაც მათ არასწორ ლაპარაკს დაანგრევს. მე ვთქვი, ნუ გააკეთებს შალვა ნათელაშვილი ისე, რომ დავმარხო პოლიტიკურად-თქო. მერე იმ წუთას გავამდიდრე ჩემი ნათქვამი - რომ დავმარხო, ამით არაფერი გამოვა, პოლიტიკური სარეველა იმწუთას ამოვა-თქო. ვარდს მოვლა სჭირდება, ხოლო სარეველას გამარგვლაა საჭირო“, -განაცხადა ლადო კახაძემ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი