logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: ქუთაისიდან აუცილებლად გავემგზავრები ევროპაში ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად
- +

2 თებერვალი. 2017. 20:46




პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის ქუთაისიდან აუცილებლად გაემგზავრება ევროპაში  ახალგაზრდებთან ერთად, რომლებისთვისაც დღევანდელი გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.


„მრავალი თაობის ოცნების ასრულების გზაზე, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ელჩები ვხდებით და ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ფართოდ იქნება ეს კარი გახსნილი უკვე მომავალი თაობებისთვის. სწორედ ჩვენი მომავალი თაობის წარმომადგენლებთან ერთად ვგეგმავ უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთანავე ევროპაში გამგზავრებას. ქუთაისიდან აუცილებლად გავემგზავრები ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად, რომლებისთვისაც, დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი გადაწყვეტილება. მჯერა, მალე ჩვენ ღირსეულად შევაბიჯებთ დიდ ევროპულ ოჯახში და ჩვენს წვლილს შევიტანთ მის მრავალფეროვან კულტურაში, მშვიდობის განმტკიცებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 


 

big_banner
არქივი