logo_geo
„ძალიან ცუდია, როდესაც კითხვის ნიშანი დაისმება მოსამართლეების მოსყიდვასთან და კორუფციასთან დაკავშირებით!“
- +

3 თებერვალი. 2017. 13:00




საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, საგანგაშოა, როდესაც სასამართლოს დამოუკიდებლობაში ხელს კიევიდან აფათურებენ.


მისი თქმით, გამოძიებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა საქმე ბოლომდე იქნას გამოძიებული.


„საგანგაშოა, როდესაც ადამიანები ცდილობენ, კიევიდან ხელი აფათურონ სასამართლოს დამოუკიდებლობაში. მნიშვნელოვანია, ამ საკითხზე გადაწყვეტილება იქნას მიღებული იმ მოსამართლეების მიერ, რომელთა მიმართ კითხვის ნიშნები და  ეჭვი არ იქნება თავიანთი რეპუტაციიდან გამომდინარე. წავიკითხე განცხადებები და, რა თქმა უნდა, ქურდს კუდი ეწვის, ძალიან ცუდია, როდესაც კითხვის ნიშანი დაისმება მოსამართლეების მოსყიდვასთან და კორუფციასთან დაკავშირებით. ამიტომ გამოძიებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს", - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.


რამდენიმე დღის წინ, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიხეილ სააკაშვილისა და დავით საყვარელიძის მიმოწერა გავრცელდა, სადაც საუბარი იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლების მოსყიდვაზე.





 

big_banner
არქივი