logo_geo
გოგა ხაინდრავა: რამ გაამწარა ნიკა გვარამია? ყველას გვახსოვს მისი საუბარი მამუკა ახვლედიანთან!
- +

3 თებერვალი. 2017. 18:31




რეჟისორი გოგა ხაინდრავა მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2"- ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მოსამართლეების ზეწოლაზე გაკეთებული განცხადებით, საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის ქონებაზე ინფორმაციის გადაფარვა სცადა.


როგორც ხაინდრავამ პორტალ „კვირას" პრესკლუბში განაცხადა, გვარამია-ახვლედიანის საუბრის ჩანაწერში, რომელიც გასულ წელს გავრცელდა და რომელშიც საქალაქო სასამართლოში შექმნილ ვითარებაზეა საუბარი, სწორედ აღნიშნული ოდენობის თანხა იყო დასახელებული.


„რამ გაამწარა ნიკა გვარამია? ყველას გვახსოვს მისი საუბარი მამუკა ახვლედიანთან, ორივე მათგანმა დაადასტურა ამ საუბრის ავთენტურობა, მეტსაც გეტყვით, როცა ეს ყველაფერი გაცხადდა და ახვლედიანი დაემუქრა გვარამიას, რომ აღძრავდა საქმეს, ბოდიშის მოხდაც მოსთხოვა. იქ ფიგურირებდა თანხა, 6 მილიონი. გუშინ, გუშინწინ და დღეს ეს გაცხადდა და აღმოჩნდა, რომ ბატონ მამუკა ახვლედიანს ამ თანხის ქონება ჰქონია შეძენილი სულ ახლახან, 2016 წლის დეკემბერში, ნაწილი საქართველოში, ნაწილი ოფშორულ ზონაში და ეს დადასტურდა არა ვიღაცის ლაპარაკით, არამედ დოკუმენტებით, რომლებიც ამოღებული იქნა საჯარო რეესტრიდან. დოკუმენტებით დასტურდება, რომ ქონება გადაფორმებული აქვს ცოლზე, შვილზე, სიძეზე და თავისი ნაწილი ოფშორში. ეს არის მარტივი სქემა. ნათლად ჩანს, რომ რაზეც იქ საუბრობდნენ, ეს შედგა. დღევანდელმა ფაქტმა პირდაპირ დაადასტურა, რა აეწვა გვარამიას. ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომლის ქმედებებიც არის დასჯადი", -განაცხადა ხაიდრავამ.





 

big_banner
არქივი