logo_geo
გიორგი გახარია: მოვერევით ყველაფერს, ისე მივხედავთ, როგორც საჭიროა
- +

21 აპრილი. 2019. 16:08

 

„მოვერევით ყველაფერს“, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პანკისის ხეობაში განუცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ ჩავიდა.

 

„თითოეული ძალოვანი, რომელიც დღეს აქ დგას, იცავს ყველას ინტერესს, მათ შორის სოფელ ბირკიანის მოსახლეობის ინტერესსაც. მოხდა რაღაც ექსცესი, რის გამოც დაიძაბა სიტუაცია და მოვერევით ყველაფერს. ისე მივხედავთ, როგორც საჭიროა“, - განაცხადა გახარიამ.

 

მისივე თქმით, ამ დროისთვის ჰესის მშენებლობის შეჩერების საკითხზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიც არსებობს.

 

„მე ვფიქრობ, რომ როდესაც შსს-ს ჰყავს 15 მოსამსახურე დაზარალებული, როდესაც ტექნიკა იწვის, ახლა სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ და ჰესზე ვისაუბროთ შემდეგ“, - განაცხადა გახარიამ.

 

გიორგი გახარია ცოტა ხნის წინ პანკისის ხეობაში ჩავიდა, სადაც დილიდან დაძაბული ვითარებაა.

 

 

 

big_banner
არქივი