logo_geo
შს მინისტრის ინფორმაციით, პანკისში დაპირისპირებისას 15 პოლიციელი დაშავდა
- +

21 აპრილი. 2019. 16:09

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაპირისპირების შედეგად 15 პოლიციელია დაშავებული.

 

ამის შესახებ გახარიამ პანკისში ჟურნალისტებს თავად განუცხადა.

 

„მე ვფიქრობ, რომ როდესაც შსს-ს ჰყავს 15 მოსამსახურე დაზარალებული, როდესაც ტექნიკა იწვის, ახლა სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ და ჰესზე ვისაუბროთ შემდეგ“, - განაცხადა გახარიამ.

 

 

big_banner
არქივი