logo_geo
გიორგი გახარია პანკისელებს: რისი გულისთვის? ასე ხომ არ შეიძლება? აგერ მოვედი ვდგავარ და ვილაპარაკოთ
- +

21 აპრილი. 2019. 17:09

 

„გასაყოფი რა გაქვთ“, - ასე მიმართა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ადგილობრივ მოსახლეობას პანკისის ხეობაში.

 

„ჰესის საწინაღმდეგო თუ ხართ, ჩვენ ხომ ერთი ვართ, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხომ ძმები ვართ, ძმურად გვიცხოვრია, რისი გულისთვის? - 5 მეგავატიანი ჰესის გულისთვის, რაზეც ლაპარაკი შეიძლებოდა, ფორმაში ადამიანებს ქვები ესროლეთ?! ასე ხომ არ შეიძლება? აგერ მოვედი ვდგავარ და ვილაპარაკოთ“, - მიმართა გიორგი გახარიამ პანკისელებს.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავდაპირველად, როდესაც პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის სამუშაოები დაიწყო, მხოლოდ 35 პოლიციელი იყო მობილიზებული, დამატებითი ძალის შეყვანა ხეობაში კი მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ადგილზე ვითარება დაიძაბა.

 

„დამატებითი ძალების შემოსვლა მოხდა მაშინ, როდესაც კონფლიქტი უკვე მწვავე ფაზაში იყო შესული. სამშენებლო კომპანიას, როდესაც აქ სამუშაო განაახლა, შემოჰყვა 35 პოლიციელი“, - განაცხადა გახარიამ.

 

შს მინისტრი ხეობაში, სადაც დილიდან დაძაბული ვითარებაა, ცოტა ხნის წინ ჩავიდა.

 

 

 

big_banner
არქივი