logo_geo
საქართველოში, უკრაინის საელჩოში გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმათა უმრავლესობა ვლადიმირ ზელენსკიმ მიიღო
- +

22 აპრილი. 2019. 12:19

 

 

საქართველოში უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციონერმა კანდიდატმა ვლადიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა.

 

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის საელჩოს ტერიტორიაზე გახსნილ უბანზე ხმათა 50,38% დააგროვა. მეორე ტურში უკრაინის 389 მოქალაქე მონაწილეობდა.

 

ზელენსკიმ გაიმარჯვა აზერბაიჯანშიც, სადაც მას ამომრჩეველთა 51,50 %- მიემხრო. შოუმენი აირჩიეს ბელარუსში მცხოვრებმა უკრაინელებმაც - 68,48.

 

პოროშენკომ გაიმარჯვა ავსტრალიაში, სადაც მან ხმები 72,72% მიიღო. ასევე ავსტრიაში – 66,36%;

 

ისრაელში მცხოვრებმა უკრაინელებმა მეორე ტურში პოროშენკო აირჩიეს – 50,46%; პოროშენკომ გაიმარჯვა ასევე აშშ-ში, კანადაში, ჩინეთში, ბელგიაში, დანიაში, ესპანეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაშიც.

 

გერმანიაში, სადაც ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, პოროშენკოს ხმა 3 840 ამომრჩეველმა მისცა, ხოლო ზელენსკის - 3022-მა.

 

დიდი უპირატესობით გაიმარჯვა უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა აშშ-იც. პოროშენკოს ხმა 2598 ამომრჩეველმა მისცა, ხოლო ზელენსკის 865 მიემხრო.

 

მოლდოვაში, უნგრეთში, სლოვაკეთში, პოლონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში უკრაინის მოქალაქეებმა უპირატესობა ვლადიმირ ზელენსკის მიანიჭეს.

 

სულ საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე პოროშენკომ ხმათა 53,7% მიიღო, ხოლო ზელენსკიმ -44,83%.

 

 

big_banner
არქივი