logo_geo
გრიგოლ ლილუაშვილი: კორუფციაში ჩართული საჯარო მოხელეები ნებისმიერი სპეცსამსახურისთვის წარმოადგენენ პოტენციური დაკვირვების ობიექტებს
- +

22 აპრილი. 2019. 15:43

 

 

„კორუფცია მრავალი მიმართულებით ფუნდამენტურად აზიანებს ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს, ანელებს განვითარების პროცესს, რთულად გამოსასწორებელ ზიანს აყენებს სახელმწიფოსადმი ნდობას, ასუსტებს დემოკრატიას და წარმოადგენ მნიშვნელოვან გამოწვევას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, - ამის შესახებ სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილმა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სუს-ის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 

 

ლილუაშვილის განცხადებით, კორუფციაში ჩართული საჯარო მოხელეები მოწყვლადები არიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიმართ და ნებისმიერი სპეცსამსახურისთვის წარმოადგენენ პოტენციური დაკვირვების ობიექტებს.

 

„2018 წელს სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოამზადა ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების პირველი და მეორე ნახევრის ანგარიშები. 2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად არაერთი საჯარო მოხელე იქნა დაკავებული, მათ შორის, ქრთამის აღების ფაქტებზე. არ ჩამოვთვლი იმ შემთხვევებს, რომელიც მოცემულია ანგარიშში, თუმცა თქვენ, შეგიძლიათ ნახოთ, რომ ამ მიმართულებით 2018 წელი იყო სამაგალითო წინა პერიოდებთან მიმართებით, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ჩვენ ვაპირებთ უფრო გავააქტიუროთ მოქმედებები ამ მიმართულებით. 2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა წარმოადგენს 71-ს, ხოლო პასუხისგებაში მიცემულ იქნა 133 პირი“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი