logo_geo
გრიგოლ ლილუაშვილი: მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქიმიური, ბიოლოგიური რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება
- +

22 აპრილი. 2019. 15:44

 

 

„მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქიმიური, ბიოლოგიური რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილმა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სუს-ის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

„ამ მიმართულებით უსაფრთხოების სამსახური არის რეგიონში და ევროპაში სამაგალითო. ჩვენი სამსახური წარმოადგენს საქართველოს დონეზე სამდივნო უწყებას და გასულ წელიწადს მინდა, მოგახსენოთ, რომ საქართველოში განხორციელდა საერთაშორისო წვრთნა „ლომის ფარი“, რომელშიც მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ ევროპისა და რეგიონის წამყვანი ქვეყნები და საქართველოს მაგალითი განხილულ იქნა, როგორც საუკეთესო რეგიონში ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ექსპერტული გამოცდილების გაზიარების მიზნით ხშირად ხდება კონფერენციებისა და ღონისძიებების მოწყობა საქართველოში, სადაც ჩვენდა საამაყოდ, მინდა, ვთქვა, რომ ქართველი ექსპერტები უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას უცხოელ კოლეგებს. ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში მიღწეული წარმატებების მხრივ საქართველო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად ჩამოყალიბდა. ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო საელმწიფო უწყებებს შორის ეფექტური კოორდინაციისა და წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი