logo_geo
გრიგოლ ლილუაშვილი: 2018 წელს სუს-ის მიერ შემუშავდა და გამოიცა 157 ახალი სამართლებრივი აქტი
- +

22 აპრილი. 2019. 16:53

 

 

„2018 წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან და უზრუნველყოფდა მისი კონტროლის ეფექტიანად განხორციელებისათვის აუცილებელი ყველა პირობის უზრუნველყოფას“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილმა სუს-ის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

„სამსახურის მხრიდან ინსპექტორს შეუფერხებლად მიეწოდებოდა კანონმდებლობის შესაბამისად გამოთხოვილი ყველა სახის ინფორმაცია. 2018 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ განხორციელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემოწმება, რომლის შედეგად სამსახურის მხრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა არ დაფიქსირებულა.

 

საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად სააგენტოს საქმიანობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გარდა რამდენიმე სახელმწიფო ინსტიტუტი ზედამხედველობს, მათ შორის საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება, ასევე, ხორციელდება პრემიერ-მინისტრისა და სასამართლო კონტროლიც. საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში 2018 წელს საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის თავმჯდომარემ განახორციელა სააგენტოს შემოწმება. თავმჯდომარე გაეცნო სააგენტოს საქმიანობის ამსახველ მასალებსა და დოკუმენტებს, ასევე კონტროლის ელექტრონული სისტემების ფუნქციონირებას. საანგარიშო წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა სამართლებრივი აქტების შემუშავებისა და დახვეწის პროცესი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შემუშავდა და გამოიცა 157 ახალი სამართლებრივი აქტი, ამავე დროს, სამსახურმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ მომზადებულ 385 სამართლებრივი აქტის პროექტზე. აღსანიშნავია უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობა საქართველოს საერთო სასამართლოებთან. საანგარიშო პერიოდში საერთო სასამართლოებს შესაბამისი განჩინების საფუძველზე სამსახურის მიერ შეუფერხებლად მიეწოდებოდათ საქმეების განხილვისთვის საჭირო საიდუმლო და არასაიდუმლო ინფორმაცია. 2018 წელს საერთო სასამართლოებში გაიგზავნა 894 ინფორმაცია-მტკიცებულება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მონაწილეობა მიიღო 48 სასამართლო საქმის განხილვაში“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი