logo_geo
არჩილ თალაკვაძე: პერიოდული ბრიფინგებით და თემების აწევ-დაწევით ვერანაირად ამინდს ვერ შექმნის ვერავინ!
- +

6 თებერვალი. 2017. 20:44


 


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, რომ ნიკა გვარამია და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ვალდებულნი არიან უპასუხონ კითხვას, თუ რა კავშირი აქვთ მათ მოსამართლეებთან.


„...რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, ადამიანის უფლებების დაცვას, ეს არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარი. ადამიანები, რომელთა ხელში და რომელთა მმართველობის პირობებში სასამართლო იყო სრული კონტროლის ქვეშ, მედია იყო სრული კონტროლის ქვეშ, ხელისუფლება იყო სრულიად მონოპოლიზებული და სასამართლოს ერთი გადაწყვეტილებაც ძნელად არის გასახსენებელი, რომელიც სამართლიანი იყო, ჩვენ ვერასოდეს დაგველაპარაკებიან დამოუკიდებელ სასამართლოზე, ამიტომ თავი უნდა დაანებონ პერიოდული ბრიფინგების ჩატარებას, რის შემდეგაც, როგორც წესი, არაფერი ხდება და უპასუხონ იმ შეკითხვებს, რომელიც ჩვენ გვაქვს უკვე მათი მისამართით. ამ შეკითხვებს, რა თქმა უნდა, პროკურატურაც გასცემს პასუხს, თუმცა ისინი ვალდებულები არიან საზოგადოებას უპასუხონ, თუ რა კავშირები აქვთ მოსამართლეებთან, რატომ ცდილობენ, პოლიტიკური ზეწოლა მოახდინონ სასამართლოზე და, საერთოდ, გავრცელებული ცნობები, რომელიც ბოლო პერიოდში გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის, რა კავშირშია მათთან. ეს არის კითხვები, რომელიც ჩვენ გვაქვს. პერიოდული ბრიფინგებით და თემების აწევ-დაწევით ვერანაირად ამინდს ვერ შექმნის ვერავინ. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და სამართლებრივი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


 

big_banner
არქივი