logo_geo
მამუკა არეშიძე: სუს-ი შექმნილ ვითარებაში არ დაუშვებდა, რამე უკანონო ნაბიჯი გადაედგა
- +

7 მაისი. 2019. 19:56

 

„გადაჭრით ვერ ვიტყვი, ნამდვილია თუ არა ეს ჩანაწერი, ხმა ჰგავს, მოქმედების წესი ჰგავს, სისხლის აღების ადათი ამ ერის ტრადიციაში არის ისევე, როგორც ზოგიერთ ჩვენს მთიელებში“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი მამუკა არეშიძე „კვირის პალიტრასთან“ მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გაკეთებულ განცხადებასა და ფარულ ჩანაწერს.

 

როგორც არეშიძე განმარტავს, უნდა დადგინდეს ავთენტურია თუ არა, ფარული ჩანაწერი და ასევე ის, რამდენად კანონიერად არის ის მოპოვებული.

 

„ავთენტურობა უნდა დადასტურდეს, ისიც უნდა დადასტურდეს, რამდენად კანონიერად იყო მიღებული ეს ჩანაწერი, თუმცა ვფიქრობ, რომ სუს-ი შექმნილ ვითარებაში არ დაუშვებდა, რამე უკანონო ნაბიჯი გადაედგა. თუ ავთენტურობა დადასტურდა, ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობაზე შესაბამისი პასუხისმგებლობა არსებობს, ისევე, როგორც პასუხისმგებლობა არსებობს იმაზე, რომ ამდენი ხნის განმავლობაში თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რეალური სურათი ვერ დაიდო, სიკვდილის გამოძიების ფაქტი შეიძლება მთავარი არ იყოს, მთავარი ისაა, არის თუ არა ეს ადამიანი დამნაშავე. მოკლედ ასეა თუ ისეა, მე მომხრე ვარ იმისა, რომ ვინც კანონი დაარღვია, პასუხი აგოს”, - განაცხადა არეშიძემ.

 

რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს პანკისში, არეშიძე აცხადებს, რომ ამას განსაკუთრებული არაფერი მოჰყვება.

 

„არაფერი განსაკუთრებული. ისევე როგორც სხვაგან, იქაც არაერთგვაროვანია საზოგადოება, ვიღაცას გული შესტკივა მაჩალიკაშვილის ოჯახზე, ვიღაცისთვის მიუღებელია ეს პიროვნება, თუ ხელოვნურად არ მოხდება სიტუაციის გამწვავება, სხვა გზით არაფერი ისეთი არ მოხდება”, - განაცხადა არეშიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი