logo_geo
უილიამ კორტნი: საქართველომ დაამტკიცა, რომ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს დასავლური საგარეო კურსი და ამავე დროს...
- +

8 მაისი. 2019. 16:02

 

„საქართველომ დაამტკიცა, რომ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს დასავლური საგარეო კურსი და ამავე დროს შეინარჩუნოს პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან“, - ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ინიციატივით ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში გამართულ პანელური დისკუსიის დროს განაცხადა.

 

„საქართველომ დაამტკიცა, რომ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს დასავლური საგარეო კურსი, თუმცა ამავე დროს შეინარჩუნოს პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან. ვგულისხმობ,  საქართველოს სავაჭრო ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან მიუხედავად ოკუპირებული ტერიტორიებისა, თუმცა რჩება სფეროები, სადაც მეტი პროგრესის მიღწევაა საჭირო, ესაა სასამართლო ხელისუფლება და კანონის უზენაესობა. უნდა განხორციელდეს სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზება, რათა მოხდეს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. უნდა განხორციელდეს ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც გაზრდის საქართველო მთლიან შიდა პროდუქტის მოცულობას. სწორედ ასე გახდება საქართველო უფრო მეტად მიმზიდველი დასავლეთისთვის, ვგულისხმობ ევრო სტრუქტურებში მის ინტეგრაციას“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი