logo_geo
მანანა არჩვაძე-გამსახურდია: ერთი ბწკარი სიმღერა ერთმა მოღალატე ქალბატონმა ასწავლა და გადაწყვიტა, რომ...
- +

16 მაისი. 2019. 00:36

 

ზვიად გამსახურდიას მეუღლემ, მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ ზუგდიდში, კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ სანდრა რულოვსის ზუგდიდის მერობა მისთვის მიუღებელია.

 

როგორც მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ აღნიშნა, ის ყოველთვის იყო თავისი ქვეყნის სამსახურში და დღეს წყდება საქართველოს ბედი:

 

„მე დღეს აქ ჩამომიყვანა ზუსტად ზვიად გამსახურდიამ, რადგან ვიცი საქართველოს ისტორია კარგად, მით უფრო სამეგრელოსი. მე ჩამოვედი იმის გამო, რომ ვიღაც ერთი ქალი აპირებს, მერობაზე იყაროს კენჭი. ჩემთვის ეს მიუღებელია. მოგახსენებთ მის ამონარიდებს ე.წ. ავტობიოგრაფიიდან, რომელიც გამოიცა 2005 წელს – „იდეალისტის ნაამბობი“. თან ამბობს, რომ ეს არის მისი ავტობიოგრაფია. თუ ავტობიოგრაფიაში ზვიად გამსახურდია უნდა ფიგურირებდეს, თან ვიღაც რულოვსის ნაჯღაბნში, აქ უკვე სხვა დავალებაა. ეს დავალება ჩვენთვის დიდი ხანია, შეცნობილი და გაშიფრულია. ერთი ბწკარი სიმღერა ერთმა მოღალატე ქალბატონმა ასწავლა და გადაწყვიტა, რომ მეგრელები იმდენად გულუბრყვილოები არიან, თუ მათ მეგრულად უმღერებს, ისინი უკვე შენი მონები გახდებიან. არა. მთელი სამეგრელო მღეროდა, მღერის და იმღერებს. ასე რომ, ვერავინ ვერ მოგვქრთამავს და სიყვარულს ვერ მოიპოვებს, რადგან ეს არის შეფარული თამაში, იმ სპეცსამსახურების შემოთავაზებული, რომელიც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. გავიარეთ ეს ყველაფერი და ვერავინ ვერასოდეს ვერ მოგვიგებს, თუ თავად არ მოვიტყუებთ თავს“, – განაცხადა მანანა არჩვაძემ.

 

 

big_banner
არქივი