logo_geo
კახა კალაძე: თითოეულ ჩვენგანს უფრო მეტი გვინდა, უფრო მეტი პროექტის განხორციელებაა
- +

17 მაისი. 2019. 23:54

 

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე ღირსეული და უპატიოსნესი ადამიანია, რომელიც ჭიათურაში დაიბადა, გაიზარდა და ყველა ის პრობლემა და წუხილი იცის, რაც ჭიათურას აწუხებს.

 

თქვენთან ერთად შევძელით, რომ ქვეყანაში ძალადობა დაგვესრულებინა. ადამიანი სახელმწიფოს ფუნდამენტი და ძირითადი ღირებულება გახდა. ჯანმრთელობა პრიორიტეტად ვაქციეთ და მთელი რიგი მიმართულებებით ფუნდამენტური ნაბიჯები გადავდგით ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ, თუმცა ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ პრობლემები დღესაც ძალიან ბევრია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე და კარგი პროექტი განხორციელდა, ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის ჯერ კიდევ გვაქვს სერიოზული გამოწვევები. ცხადია, საზოგადოება ვითარდება და თითოეულ ჩვენგანს უფრო მეტი გვინდა, უფრო მეტი პროექტის განხორციელებაა საჭირო“, – განაცხადა კალაძემ.

 

თბილისის მერის თქმით, ჭიათურაში თვითმმართველობის არჩევნებია და ქალაქი ჭიათურის მერს ირჩევს.

 

მინდა, ყველამ კარგად გაითავისოს, რომ ერთი ადამიანი სადაც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა საქმიანობდეს, ვერაფერს გააკეთებს, თუ მას უკან არ უდგას ძლიერი, კომპეტენტური, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი. ჩვენ მიერ წარმოდგენილ კანდიდატს ზურგს უმაგრებს ძალიან ძლიერი გუნდი, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება“ ჰქვია. მას ზურგს უმაგრებს თითოეული თქვენგანი და თქვენი მხარდაჭერით შევძლებთ, ღირსეულად შევეჭიდოთ იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რაც ჭიათურას აწუხებს. არ დავიწყებ, ყველა იმ პრობლემის ჩამოთვლას, რაც ამ ქალაქში მოსაგვარებელი და მოსაწესრიგებელია, მაგრამ უამრავი პროექტის განხორციელება გვაქვს დაწყებული და იმას მოვახერხებთ და შევძლებთ, რომ ყველა იმ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხოთ, რაც ჭიათურასა და ჭიათურის მოსახლეობას აწუხებს. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთად დგომა. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენს კანდიდატს ყველანაირი მხარდაჭერა ექნება, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ პრობლემების მოგვარება“, – აღნიშნა კალაძემ.

 

კახა კალაძე გამოსვლისას მაღაროელების საპროტესტო აქციასაც გამოეხმაურა.

 

მეორე ქუჩაზე თქვენი თანაქალაქელები იმყოფებიან, რომელთაც დღეს გვერდში დგომა და თანადგომა სჭირდებათ. თქვენთან შეხვედრის შემდეგ იმ ადამიანებთან მივდივართ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, გვერდში დავუდგეთ, დავეხმაროთ და 19 მაისს გამარჯვება ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ. ჩვენი მოქალაქეები არასოდეს მიგვიტოვებია გასაჭირში და არასოდეს ვიკადრებთ, რომ გასაჭირში დავტოვოთ ადამიანები. იქნება ყველანაირი მხარდაჭერა და თანადგომა, რომ იმ პრობლემების მოგვარება შეძლონ, რაც მათ ოჯახებს აწუხებთ“, – დასძინა კალაძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი