logo_geo
8 მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარული შუალედური არჩევნები იმართება
- +

19 მაისი. 2019. 09:15

 

 

საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს მაჟორიტარული შუალედური არჩევნები იმართება.

 

საკრებულოებში დეპუტატობის კანდიდატები წარდგენილი ჰყავს პარტია „საქართველოს“, „ქართულ ოცნებას“, „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირს“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სამოქალაქო პლატფორმას - ახალი საქართველო“, „ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას“, „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობას“, „ახალ ქრისტიან-დემოკრატებს“, „მოძრაობას სახელმწიფო ხალხისთვის“ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, „დემოკრატიული მოძრაობას-ერთიანი საქართველო“ და „ქრისტიან-კონსერვატიულ პარტიას“.

 

საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ასევე მონაწილეობას იღებენ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატები.

 

საკრებულოს შუალედურ არჩევნებში სულ 85 მაჟორიტარი კანდიდატია წარდგენილი. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.

 

 

 

 

big_banner
არქივი