logo_geo
მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს
- +

19 მაისი. 2019. 09:30

 

 

მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში იმართება. დღეს მერებს აირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში.

 

მერების არჩევა საარჩევნო ბარიერის პირობებში ხდება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში კი, მისი გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია.

 

მარნეულში მერობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული: - „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ - ელენე გაბინაშვილი; „ევროპული საქართველო ‐ მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - აკმამედ იმამკულიევი; „ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა“ - ბექა სვანიძე; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” - აგილ მუსტაფაევი; “თავისუფალი საქართველო” - ნინო ჯურხაძე; „საქართველო“ - ლეილა ხარაიშვილი; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - ირენა სტურუა; “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” - ლისა სიხარულიძე; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” - ნინიკო ჩხეტია; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” - მალხაზ გორგასლიძე; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - ელისო ქართველიშვილი; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” - ჯანო ჟვანია; “ქრისტიან‐კონსერვატორები” - ილია პატარაია; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” - ზაურ დარგალი; საინიციატივო ჯგუფი - ალი ბადიროვი.

 

ზესტაფონში მერობის 16 კანდიდატია დარეგისტრირებული: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - დავითი თხელიძე; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” - კახაბერ კიკნაველიძე; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” - ბაქარ ხიჯაკაძე; “დავით თარხან‐მოურავი, ირმა ინაშვილი ‐ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - ანზორ ნებიერიძე; “თავისუფალი საქართველო” - გიორგი წულაია; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - ზვიად ბოლოკაძე; “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” - გელა სულაქველიძე; “მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის” - ინგა კელენჯერიძე; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” - კახაბერი მაჩიტიძე; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” - მანუჩარ სართანია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - ნინა გოცაძე; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” - პაატა ბაკურაძე; “ქრისტიან‐კონსერვატორები” - რევაზ სხულუხია; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” - გიორგი გოგლიჩიძე; საინიციატივო ჯგუფი - ვახტანგი რობაქიძე; საინიციატივო ჯგუფი - კახაბერ ზარნაძე.

 

ჭიათურის მერობა შემდეგ 13 კანდიდატს სურს: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ირაკლი დემეტრაძე; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” - თეიმურაზ სამხარაძე; “თავისუფალი საქართველო” - ტატო ურუშაძე; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - გიორგი ხაჭაპურიძე; “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” - მზია სამხარაძე; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” - ანდრო მაღლაკელიძე; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” - ზიტა ადამია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - ირინა ცერცვაძე; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” - ალექსანდრე კეზევაძე; “ქრისტიან‐კონსერვატორები” - მანანა გოგიჩაძე; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” - გივი მოდებაძე; საინიციატივო ჯგუფი - ზურაბ კუპატაძე; საინიციატივო ჯგუფი - დავით ჭუმბურიძე.

 

ზუგდიდის მერობისთვის 16 კანდიდატი იბრძვის: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - მამუკა გერმანიშვილი; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” - გოგიტა ბიგვავა; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” სანდრა ელისაბედ რულოვი; “დავით თარხან‐მოურავი, ირმა ინაშვილი ‐ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - შავლეგი თოდუა; “თავისუფალი საქართველო” - სოფიო კანდელაკი; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - ლიკა ბუკია; “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” - დათა გაბეჩავა; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” - ალექსი ნონიაძე; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” - პაატა პირტახია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - მალხაზ ლეჟავა; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” - გიორგი ჩიაშვილი; “ქრისტიან‐კონსერვატორები” - ნანი ხუციძე; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” - გიორგი შენგელია; საინიციატივო ჯგუფი - დომენტი სიჭინავა; საინიციატივო ჯგუფი - თენგიზ ჯგუშია; საინიციატივო ჯგუფი - დავით თორდია.

 

ხულოში მერობის 14 კანდიდატი დარეგისტრირდა: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ვახტანგ ბერიძე; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” - იოსებ თავართქილაძე; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” - ირაკლი ჯორბენაძე; “თავისუფალი საქართველო” - საბა ბობოხია; “საქართველო” - ზურაბი ჯორბენაძე; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - ზურაბ ცინცაძე; “მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის” - ზურაბ ხიმშიაშვილი; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” - მამუკა ქობულაძე; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” - გია გაბეშია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - ირაკლი ტუნაძე; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” - ნუგზარ ფუტკარაძე; “ქრისტიან‐კონსერვატორები” - ზაურ კომახიძე; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” - ვახტანგ ბერიძე; საინიციატივო ჯგუფი - როლანდ აბულაძე.

 

 

big_banner
არქივი