logo_geo
ლადო კახაძე: ხმა მივეცი შენებას და განახლებას
- +

19 მაისი. 2019. 10:56

 

 

„მინდა, პირველ რიგში გაიმარჯვოს მშვიდობამ და განვითარებამ, იმ ქვეყნის მთლიანობის აღდგენის იდეის გამარჯვებამ, რაც თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული“, - ამის შესახებ მთაწმინდაზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

 

„ვარ გამარჯვებაში დარწმუნებული და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ეს არ იქნება საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის. მივეცი ხმა იმას, რომ მშვიდი გარემო, ერთმანეთის პატივისცემის გარემო შენარჩუნდეს 2020-ისა და შემდეგი არჩევნებისთვის. რაც მთავარია ხმა მივეცი შენებას, განახლებას. მთაწმინდელებს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიური შეხვედრებისთვის და იმ ურთიერთობის ფორმისთვის, რომელიც ჩვენ შორის არსებობს წლების მანძილზე. იმედია, ეს ურთიერთობები არასდროს გაფუჭდება და გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა კახაძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი