logo_geo
მიხეილ სააკაშვილი: მერე რა, რომ დაგსდევენ შნირი ჟურნალისტები, ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე
- +

19 მაისი. 2019. 14:27

 

„ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქლაივის“ დროს განაცხადა.

 

„ახლა გამოდიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები – აი, „ნაციონალები“ ბევრი ჩამოვიდნენ, აი, „ნაციონალებს“ უნდათ არეულობა. ნუ დაკომპლექსდებით, ეს არარაოებები ცდილობენ, დაგაკომპლექსონ, რომ არ გადახვიდეთ შეტევაზე, გული გისკდებოდეთ, რომ ვაიმე, ვაიმე, პროვოკაციაზე არ წამოგვეგონ. ვის რაზე უნდა წამოეგონ, ეგენი არიან დამთავრებულები. ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე. მერე რა, რომ დაგსდევენ მაგათი შნირი ჟურნალისტები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი