logo_geo
სოზარ სუბარი: ნიკა გვარამიას განცხადება არის კლასიკური მოსყიდვის მცდელობა პირდაპირ ეთერში
- +

19 მაისი. 2019. 16:02

 

რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადება არის კლასიკური მოსყიდვის მცდელობა პირდაპირ ეთერში.

 

სუბარის თქმით, დღის განმავლობაში დაფიქსირდა არაერთი დარღვევა, მაგრამ ისინი პროცედურული ხასიათისაა.

 

„აბსოლუტურად ყველაფერზე იყო რეაგირება. რეაგირება საარჩევნო კომისიის მხრიდან, ისევ და ისევ, სადაც იყო ოდნავ მაინც გადაცდომა, რომელიც კანონთან კონფლიქტში მოდიოდა, სამართალდამცავებმა გააკეთეს რეაგირება. რაც შეეხება მოსყიდვის ფაქტებს და ასე შემდეგ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მოგონილი ჭორები, რომელზეც ვერცერთი ფაქტი ვერ დასახელდა. ერთადერთი, თუ ვლაპარაკობთ მოსყიდვის მცდელობაზე, ეს შეიძლება ჩავთვალოთ ნიკა გვარამიას განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ოღონდ ვინმემ რამე მომიტანეთ და 1000 ლარს გადაგიხდითო. ეს არის კლასიკური მოსყიდვის მცდელობა პირდაპირ ეთერში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

 

big_banner
არქივი