logo_geo
კახა კალაძე „საია“-ს მიერ მისი განცხადების შეფასებაზე: ცოტა გაუგებარია - ალბათ სააკაშვილის განცხადებაში აერიათ
- +

19 მაისი. 2019. 18:00

 

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე მასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე კითხვას ირონულად პასუხობს და აცხადებს: „ალბათ სააკაშვილის განცხადებაში აერიათ და ამიტომ უნდოდათ ეთქვათ შემაშფოთებელი“.

 

კახა კალაძის თქმით, საიას-ს განცხადება მისთვის გაუგებარია.

 

„გაუგებარი იყო „საია“-ს განცხადება, შემაშფოთებელი უწოდა და ასევე თვითონ განცხადებაში საუბრობდა, რომ ეს კანონის დარღვევა არ არის. ამიტომ ჩემთვის ცოტა გაუგებარია მათი განცხადებები“, - აცხადებს კახა კალაძე.

 

„საია“-ში მიიჩნევენ, რომ „ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე, ასევე, უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზება“.

 

„კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები შემაშფოთებელია, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი