logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელიც რეაგირებს შეცდომებზე და ხედავს თავის შეცდომებს
- +

20 მაისი. 2019. 01:07

 

„ქართული ოცნება“ დღეს პოლიტიკაში უალტერნატივო ძალაა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედი LIVE“-ის ეთერში ისაუბრა. 

 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ დღეს პოლიტიკაში უალტერნატივო ძალაა:

 

„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელიც რეაგირებს შეცდომებზე და ხედავს თავის შეცდომებს, მათ ასწორებს და წინ მიდის. მთავარი გზავნილი სწორედ ის არის, რომ ჩვენ გვსურს ქვეყანა მშვიდობით და სტაბილურობით წავიყვანოთ წინ და გადავიყვანოთ განვითარების ახალ ეტაპზე, და რაც მთავარია, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა გავხადოთ ხელშესახები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავარი ოპოზიციური ძალა და ოპონენტები არიან მიმდევრები იმ დესტრუქციული პოლიტიკის, რომელიც მათთვის დამახასიათებელი ნიშანია:

 

„მათი თითოეული ლიდერის ნარატივი იყო ის, რომ დაეძაბათ ჩვენი მოსახლეობა და ამომრჩეველი რამენაირად, რა თქმა უნდა, მათ ეს არ გამოუვიდათ და არ გამოუვათ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მისივე თქმით, მმართველი პარტიის კანდიდატებმა დამაჯერებელი შედეგებით გაიმარჯვეს, ხოლო მეორე ტურის დამკვიდრების პრაქტიკა ამ ხელისუფლების დამსახურებაა.

 

„მე დღეს მოვისმინე შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა რამდენიმე რეგიონის პოლიციის უფროსები იყვნენ ჩასული ზუგდიდში და ამაზე გამოთქვამდნენ პრეტენზიას. მე მინდა მათ შევახსენო, ამ ადამიანებს, რომ ხუთი ათასი მათი აქტივისტი ჩაყვანილი იყო ზუგდიდში, ანუ ადგილობრივი არ იყო. ამ შემთხვევაში მათ არავითარი მორალური უფლება არ აქვთ სახელმწიფოს წაუყენონ პრეტენზია თუ რატომ იყო მობილიზებული პოლიცია, დამატებითი ძალებით ზუგდიდში ვინაიდან სახელმწიფო ხედავდა გარკვეულ თეორიულ რისკებს, რომ ჩვენს ოპონენტებს მათი ხასიათიდან გამომდინარე გარკვეული დესტრუქცია და დაძაბულობა შეეტანათ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი