logo_geo
სალომე ზურაბიშვილი უკრაინის არჩეული პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო
- +

20 მაისი. 2019. 15:09

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის არჩეული პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო.

 

საინაუგურაციო ცერემონიის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი კიევში უკრაინის უმაღლეს რადას საზეიმო სხდომას დაესწრო, რომელზეც უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი ხალხის წინაშე ფიცი დადო.

 

მარიინსკის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გელა დუმბაძესთან ერთად, უკრაინის არჩეული პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დაკავებისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.

 

უკრაინაში, საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

 

 

 

 

big_banner
არქივი