logo_geo
ლადო კახაძე მთაწმინდელებს მიმართავს
- +

21 მაისი. 2019. 15:05

 

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე მთაწმინდელებს მიმართავს და მათ მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს.

 

როგორც კახაძემ განაცხადა, „ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა, რომელიც არსებული გამოწვევების პირობებში, რეალურად ხედავს გამოსავლის გზებს და სტაბილურობის შენარჩუნებისა და ეკონომიკური პროექტების განვითარების გზაზე, ცდილობს მდგომარეობიდან გამოსავლის საუკეთესო ვარიანტის ძიებასა და შეთავაზებას. ამასთან, დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მთაწმინდის მოსახლეობასთან და ამომრჩეველთან უცვლელი შეთავაზებები აქვს.

 

„მე, როგორც თქვენს მაჟორიტარ დეპუტატს, ამ ძალის წარმომადგენელს, მაქვს შეთავაზებები, რომელიც უცვლელია. ეს არის ძველი, ავარიული სახლების გამაგრება-რეაბილიტაცია, ისტორიული კუთვნილების ობიექტების გაკეთილშობილება, მასში მოსახლის უსაფრთხოების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე, მისი რეალიზაცია, სწორი ორიენტაცია და ამ კუთხით, მისი როგორც საკუთრების გაზრდა თითოეული მოსახლისთვის და ასევე იმ ტურისტულ პოტენციალში სწორად მოაზრება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ვიცით რომ გაჭირვებაა, სოციალური გამოწვევებია, დასაქმების პრობლემებია, რომელიც ქვეყანასაც ისე აწუხებს, როგორც ჩვენს მთაწმინდელებს და ჩემი პარლამენტში მოხვედრის პირობებში, აქტიურობა ამ კუთხით, ეკონომიკური პროექტების აქტიური მხარდაჭერა თქვენთან ერთად, თქვენს მიერ დელეგირებული უფლებებით, იქნება განხორციელებული ზუსტად იმ პოზიციიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უნდა ვაშენოთ, შევქმნათ, შევქმნათ ახალი კონსტრუქციები, ახალი ურთიერთობები, რომელიც ჩვენი ქვეყნის გაძლიერების გზაზე, ინტერესს გახდის, ჩვენი მონათესავე, ჩევნი ნაწილის, ჩვენი სისხლის და ხორცის, აფხაზი და ოსი ძმების ჩვენთან გაერთიანების სურვილს გააათმაგებს“,- განაცხადა კახაძემ.

 

მისივე თქმით, დასახულია ბევრი პროექტი, რომელიც ეხება მთაწმინდის რაიონში ცალკეული და კონკრეტული ქუჩების რეაბილიტაციას.

 

„სრულდება შესანიშნავი და საჩვენებელი პროექტი ორბელიანის მოედანზე, რომელიც არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ მოვუაროთ წარსულს, როგორ შევქმნათ მისგან ის პროდუქტი, რომელიც ღირსეულად მოემსახურება, მის მომავალს და ერთიორად გაზრდის სურვილს ქალაქის დათვალიერების, იმ ტურისტებისთვის, რომელიც ჩვენთან კიდევ მეტად გაიზრდება. მქონდა საქმიანი შეხვედრა მერთან და მინდა ჩემს მთაწმინდელებს სასიხარულო ინფორმაციაც გითხრათ, რომ სამი ქუჩა დგება სრული რეაბილიტაციის გრაფიკში. ესენია: ასათიანის, სულხან საბას და ინგოროყვას ქუჩები. გამოწვევები ძალიან ბევრია, საინტერესო გამოწვევებია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც და ჩვენი ღირებული თანადგომა ერთმანეთისადმი, კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ თქვენ ნათელი მომავლისა და ხვალინდელი რწმენით ხართ გაერთიანებულნი დაუჭიროთ მხარი ამ ძალის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს. მინდა მადლობის მერე კიდევ ერთხელ შემოგთავაზოთ ბრძოლის ველზე ერთად გამოსვლა, ბრძოლისა, რომელიც წასაგებად არ არის, მოსაგებადაა და ეს მოგება სრულიად საქართველოს ბინადრებს, მათი ღირსეული დედაქალაქის, გამორჩეული მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას საამაყოდ გექნებათ“,- განაცხადა ლადო კახაძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი