logo_geo
გოგა ხაინდრავა: სანდრა რულოვსს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება!
- +

24 მაისი. 2019. 15:54

 

 

„რა აკავშირებს სანდრა რულოვსს ზუგდიდთან და საქართველოსთან, ჩემთვის გაუგებარია“, – რეჟისორი გოგა ხაინდრავა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მას ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება.

 

„ჰოლანდიის მოქალაქეა და საკმაოდ დიდი შესაძლებლობები გააჩნია, რომ თავის ქმართან ერთად აშშ-ში ტკბილად იცხოვროს. ორი შვილი და დედა მიატოვა, რომელიც მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს, თვითონ კი ზუგდიდში მერობისთვის იბრძოდა. რომელ ლოგიკაში ჯდება. რა უნდა საერთოდ ამ ქალბატონს, რა ზუგდიდის მერობა აუტყდა. ან რომელი პოლიტიკური მოღვაწე და სამეურნეო მუშაკი ეგ არის. დარწმუნებული ვარ, ერთ მშვენიერ დღეს გადაფრინდებიან ესენი და ამათი „დუხი“ აღარ იქნება აქ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

შეგახსენებთ, ზუგდიდში მერის არჩევნები 19 მაისს ჩატარდა. ხმათა უმრავლესობით, ზუგდიდელებმა მმართველი გუნდის კანდიდატი, გიორგი შენგელია აირჩიეს.

 

 

big_banner
არქივი