logo_geo
ეკა ბესელია: ეს სიუჟეტი ნატა ნაზღაიძის დისკრედიტაციას ემსახურებოდა!
- +

10 თებერვალი. 2017. 01:16



მოსამართლე ნატა ნაზღაიძის გარშემო აგორებულ სკანდალს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომრე ეკა ბესელია „ექსკლუზივ ნიუსსთან" ეხმაურება.


„ვინ უხდის ქრთამს მოსამართლეს პროცესიდან 6 თვის მერე? თან ასეთი ჩახლართული სქემით: სტიქია - კომპენსაცია - მესამე პირები - მოსამართლის ძმა და ასე შემდეგ? საბავშვო ბაღი ხომ არ არის? ან რა უზნეო და უსუსური არგუმენტია, რომ თითქოს ასე იმიტომ მოხდა, რომ ქრთამსაც კი ბიუჯეტიდან იხდიანო, - გაიხსენეთ, სტიქიით დაზარალებულთა საკომპენსაციო ბიუჯეტის ნახევარზე მეტი პირადად ბიძინა ივანიშვილმა და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა არ შეავსეს?! ეს სიუჟეტი ნატა ნაზღაიძის დისკრედიტაციას ემსახურებოდა",-განაცხადა ბესელიამ.

 

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2" -ის მიერ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის და მისი ძმის მიმართ მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელშიც კორუფციულ სქემაზეა საუბარი, შალვა რამიშვილმა გადაცემაში „მედია რენტგენი" ჟურნალისტური მოკვლევა ჩაატარა.


საუბარია მიწის ნაკვეთზე, რომელზეც 2015 წლის სტიქიის შემდეგ, 1 მილიონი ლარის ოდენობით კომპენსაცია გაიცა.


მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახს კომპენსაცია არ მიუღია. როგორც ირკვევა, აღნიშნული მიწის ფართობი მოქალაქე ზვიად ჩოხელმა 2011 წელს შეიძინა იპოთეკური სესხით, თუმცა დროთა განმავლობაში, ვერ მოხერხდა ინვესტორის მოძებნა, ამას დაემატა ფინანსური პრობლემები და ჩოხელმა მიწის ნაკვეთის გაყიდვა გადაწყვიტა. სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა მისით ზვიად ნაზღაიძე, რომელმაც მიწის ნაკვეთი გარკვეული პირობებით იყიდა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი