logo_geo
რამაზ საყვარელიძე მარინა გაბუნიაზე: სამართლიანობის სურვილმა პოლიტიკურ ლაბირინთში მოაქცია
- +

28 მაისი. 2019. 19:51

 

 

„სამართლიანობის სურვილმა იგი პოლიტიკურ ლაბირინთში მოაქცია და უსამართლობის მორიგი მსხვერპლი გახადა“, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა, პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, პროფესორმა რამაზ საყვარელიძემ ყოფილ მოსამართლე მარინა გაბუნიაზე საუბრისას განაცხადა.

 

„მე ვიცნობ ქალბატონ მარინა გაბუნიას. იურისტი არა ვარ, მაგრამ ქალბატონი მარინას დამოკიდებულებაში თავისი საქმის მიმართ ვგრძნობ მაღალ პროფესიულ ცოდნას და ეთიკას, ადამიანს, რომლისთვისაც მიუღებელია უსამართლობა, და მით უფრო - უსამართლობის დაკანონება, რაც ხშირი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

 

სამართლიანობის სურვილმა იგი პოლიტიკურ ლაბირინთში მოაქცია და უსამართლობის მორიგი მსხვერპლი გახადა. მისი ვაჟკაცური ბუნება და სამართლიანობის ერთგულება იმაშიც ჩანს, რომ უდანაშაულო ადამიანებს ხელი არ დაადო საკუთარი თავის გადასარჩენად.

 

ვთვლი, რომ ასეთი პროფესიონალიზმის და შეუპოვარი ხასიათის ადამიანი სჭირდება დღევანდელ სასამართლო სისტემას, სადაც, როგორც ჩანს, ბევრი რამ არის მოსაგვარებელი.

 

დღევანდელ სასამართლო სისტემას სჭირდება ისიც, რომ ადამიანებმა დაინახონ ამ სისტემის ზრუნვა სამართლიანობის აღდგენაზე. კოლეგების მხრიდან კარის გაღება მარინა გაბუნიასთვის არის სამართლიანობის აღდგენის ერთი ნაბიჯი და ვთვლი, რომ ეს ნაბიჯი გაზრდის საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

 

big_banner
არქივი