logo_geo
უკრაინის პირველი პრეზიდენტის განცხადება სააკაშვილის დაბრუნებაზე
- +

31 მაისი. 2019. 12:44

 

ტელეკომპანია „112 უკრაინას“ ეთერში უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა ლეონიდ კრავჩუკმა ვლადიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. ზელენსკის გადაწყვეტილების თანახმად, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნდა.

 

კრავჩუკის აზრით, სააკაშვილი უკრაინაში სახელმწიფო თანამდებობას ვერ მიიღებს, რადგან ის ემიგრანტია.

 

„განსხვავებულია შეფასებები სააკაშვილზე, მაგრამ საერთო ჯამში საქართველოში დადებითი შეფასება აქვს მას. ვფიქრობ, რომ ის მოიტანს სარგებელს. აქ არის ერთი მომენტი, პრეზიდენტმა ყოველთვის უნდა იმუშაოს თავისი სამშობლოსთვის, თავისი მიწისთვის. როდესაც ის გადადის სხვა ქვეყანაში, ის ხდება ემიგრანტი, უნდა თუ არა მას ეს. ამიტომ მე არ ვთვლი, რომ უკრაინაში პრეზიდენტ სააკაშვილს შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია მაღალ ან თუნდაც დაბალ თანამდებობებზე“, – ამბობს კრავჩუკი უკრაინული ტელეარხის ეთერში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი