logo_geo
ირმა ინაშვილი გიორგი ტუღუშს: დააბრუნეთ კადრები, რომლებიც 2012 წელს ციხეებიდან გაიტანეთ!
- +

10 თებერვალი. 2017. 15:25



 

„პარლამენტში გვიზის ის კაცი, ვინც 2012 წელს ციხეებიდან ვიდეომტკიცებულებები ჩამოხსნა და წაიღო. სად წაიღო, ძალიან საინტერესოა. რაც შეგვეძლო, გამოგვეყენებინა როგორც მტკიცებულება, გამქრალია. ბატონ ტუღუშზე ვლაპარაკობ", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი ტუღუშმა 2012 წელს ყველა მტკიცებულება გაიტანა ციხეებიდან.


„ეს ახალი არ არის. ფაქტია, რომ თქვენი ხელმძღვანელობით მოხდა ამ კადრების გაქრობა და დროზე დააბრუნეთ, თუ შეგიძლიათ. სახლშიც გაქვთ და გატანილიც გაქვთ ალბათ.

 

მე ვეთანხმები ჩემი თანამებრძოლის აზრს, რომ თქვენს დროს ჩადენილ დანაშაულების გამოსაძიებლად უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ის მოხალისე ბიჭები, რომლებიც აგვისტოში ომში წაიყვანეთ და გაჟლიტეთ, ეს პასუხისმგებლობა თქვენზეა ყველაზე. დღეს როდესაც იმაზე ვლაპარაკობთ, რომ გადის ეს ინფორმაცია ქვეყნის გარეთ, ძალიან ცუდია, თუ რაღაც გადის. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მონაცემთა მთელი ბაზები გატანილია სააკაშვილის, ადეიშვილის და მთელი ამ გუნდის მიერ საქართველოდან", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

 



 

big_banner
არქივი