logo_geo
გიორგი ვოლსკი: ბოკერიას და შავგულიძეს ერთი ფასეულობები აქვთ
- +

5 ივნისი. 2019. 12:37

 

 

„ირინა ენუქიძის გარდაცვალების შემდგომ 7 თვე ვერ იპოვნეს შალვა შავგულიძე, სად იყო ის?“ - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

 

„გირგვლიანის საქმის ადვოკატის „ევროპულ საქართველოსთან“ გაერთიანება ძალიან დიდი უზნეობაა. ერთი აქვს ამ გუნდს და შალვა შავგულიძეს. მე იურისტი არ ვარ,  კარგად ჩავიხედე საკითხებში, რომლებისთვისაც ადრე ყურადღება არ მიმიქცევია. 2007 წელს, როდესაც გარდაიცვალა ირინა ენუქიძე, მას უნდა ჩანაცვლებოდა ვინმე, რომელიც სახელმწიფოს წინააღდეგ გამოვიდოდა სტრასბურგში. 7 თვე ვერ იპოვეს და მხოლოდ 7 თვის მერე გამოჩნდა ოჯახის ადვოკატი, შალვა შავგულიძე. სად იყო ის? ბევრჯერ შეახსენეს და მან კარგად იცის ეს.  როგორც გაირკვა, შალვა შავგულიძემ არც უცხო ენა იცოდა და არც სხვა ადვოკატი ჰყავდა შესაბამისი კვალიფიკაციის, რომ გაძღოლოდა ამ საქმეს. ასე რომ, აქ სამართლებრივი საკითხებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას პოლიტიკაში ალბათ უზნეობა ჰქვია. არ ვიცი რა დავარქვა, მე თვითონ ვარ უხერხულ მდგომარეობაში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

big_banner
არქივი