logo_geo
ბიძინა ივანიშვილი „საპარტნიორო ფონდს“ ეწვია
- +

6 ივნისი. 2019. 11:57

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „საპარტნიორო ფონდს“ ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას „საპარტნიორო ფონდი“ facebook-გვერდზე ავრცელებს.

 

„ბიძინა ივანიშვილი ფონდის მენეჯმენტს შეხვდა და მიმდინარე პროექტებს გაეცნო. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა ფონდის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს“, – აღნიშნულია „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი