logo_geo
ლადო კახაძე შალვა შავგულიძეს: ხომ იცოდი, სულხან მოლაშვილს ვინ აწამებდა, რატომ დგახარ იმ ადამიანებთან, რომელთა სახიდან სისხლი არასოდეს ჩამოიბანება
- +

7 ივნისი. 2019. 01:21

 

ხომ იცოდი, რომ სულხან მოლაშვილს აწამებდნენ, ხომ იცოდი, ვინ აწამებდა, რატომ დგახარ იმ ადამიანებთან“ - ამ შეკითხვით მიმართა „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ მის ოპონენტ შალვა შავგულიძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ დებატებზე.

 

მე და შენს შორის სულხან მოლაშვილის სულია, ჩემი ძმაკაცის, უმცროსი მეგობრის და ძალიან ახლობლის. ეხლა გეკითხები,  ხომ იცოდი, რომ სულხან მოლაშვილს აწამებდნენ, ხომ აქვს ნათქვამი, რომ მაწამებდაო, ხომ იცოდი ვინც აწამებდა  იმის სახელი და გვარი , რატომ დგახარ იმ ადამიანებთან, რომლებსაც სისხლი აქვთ და ეს სისხლი არასოდეს  ჩამოიბანება მათი სახიდან. ვერც შენნაირი წესიერი კაცი იმ სისხლს ვერ ჩამობანს. ახლა უპასუხე მოსახლეობას, რატომ დგეხარ იქ - განაცხადა ლადო კახაძემ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი