logo_geo
ლადო კახაძე: მომხრე ვარ, რომ საარჩევნო თუ ზოგადსაკაცობრიო წესით, დარღვევებს ადგილი არ ჰქონდეს
- +

9 ივნისი. 2019. 11:10

 

„თუ რაიმე დარღვევას ექნება ადგილი, ეს აუცილებლად საჩივრის სახით დაფიქსირდება და განიხილავს შესაბამისი ინსტანცია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.

 

„თუ რაიმე დარღვევას ექნება ადგილი, ამას აუცილებლად საჩივრის სახით დააფიქსირებს მოსახლე და ამას განიხილავს შესაბამისი ინსტანცია. მე მომხრე ვარ, რომ სამართლის დარღვევის გარეშე, ადმინისტრაციული წესით იქნება, საარჩევნო წესით თუ ზოგადსაკაცობრიო წესით, დარღვევებს ადგილი არ ჰქონდეს. ჩემი მიზანი იყო ადამიანებთან ურთიერთობის ის ფორმა, რომელიც თავიდანვე ავირჩიე - განმარტებითი, მათგან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და მათთან ერთად იმ საკითხების დაძვრა, რომელიც მთაწმინდის მოსახლეობას აწუხებს“, - განაცხადა კახაძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი