logo_geo
გიორგი ვოლსკი: ყველას მოვუწოდებ, იმოქმედონ ისე, როგორც შეეფერება 21-ე საუკუნის ევროპულ სახელმწიფოს
- +

9 ივნისი. 2019. 18:07

 

 

„მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა, ჩვენი ოპონენტების მხარდამჭერებსაც, განსაკუთრებით კი ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც მივიდა და თავის პოლიტიკური ნება დააფიქსირა“, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ვოლსკიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ვერ ვიტყოდი, რომ  განცხადებისთვის რაიმე ახალი გარემოებები მაქვს. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ თბილისმა, საქართველომ, როგორც განვითარებულმა, დემოკრატიულმა სახელმწიფომ მძლავრი დემოკრატიული ინსტიტუტებით, კიდევ ერთხელ გამოავლინა თავი. ყველას მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა, ჩვენი ოპონენტების მხარდამჭერებსაც, განსაკუთრებით კი ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც მივიდა და თავის პოლიტიკური ნება დააფიქსირა.

 

იყო გარკვეული პროვოკაციები, მთლიანობაში ვერ შეძლეს ამისგან ისტორია შეექმნათ და  ის რაც ხდება, მისასალმებელია.

 

სამი საათი დარჩა საარჩევნო უბნების დახურვამდე, ყველას მოვუწოდებ, საარჩევნო ადმინისტრაციას, აქტივისტებს, ყველა პარტიის წარმომადგენელს, იყვნენ განსაკუთრებით ყურადღებით და იმოქმედონ ისე, როგორც შეეფერება ოცდამეერთე საუკუნის ევროპულ სახელმწიფოს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

big_banner
არქივი